შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

                                                         

 

დამკვეთი ორგანო

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia_ka?s=221 

 

ბენეფიციარი ორგანიზაცია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:  https://rustaveli.org.ge/geo

 

თანა-ბენეფიციარი:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:  https://mes.gov.ge/?id=&lang=geo

 

პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმი

ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო (Umweltbundesamt GmbH) არის წამყვანი ავსტრიული საექსპერტო ორგანიზაცია გარემოსდაცვით საკითხებში რომელიც მუშაობს მეცნიერების/პოლიტიკის ურთიერთქმედებაზე, ავსტრიული და ევროპული გარემოს და თანამშრომლობის პოლიტიკის მხარდაჭერაზე საჯარო ინტერესის მქონე პროექტებში.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:  https://www.umweltbundesamt.at/en

ჩვენს შესახებ:https://www.umweltbundesamt.at/fileadmin/site/ueberuns/twinning_reference_projects_en.pdf

 

იოანეუმ კვლევა არის ავსტრიის ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი კვლევითი ორგანიზაცია, სადაც დაახლოებით 450 თანამშრომელი მუშაობს 7 კვლევით ინსტიტუტში. ორგანიზაციიის მიზანია კერძო და საჯარო სექტორში ინოვაციის  მხარდაჭერა, საჯარო პოლიტიკისა და კერძო  სექტორში მოღვაწე პირების ხელშეწყობა გამოყენებითი კვლევების და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით ავსტრიის ყველა პროვინციაში ფედერალურ დონეზე, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.joanneum.at

ჩვენს შესახებ: https://www.joanneum.at/.../news-detail/eu-twinning-projekt

 

პროექტების მართვის სააგენტო (DLR) არის გერმანიის პროექტების მართვის ერთ-ერთი უდიდესი სააგენტო; ეს არის ერთადერთი პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაცია გერმანიაში, რომელიც ახორციელებს ძალიან ფართო თემატური სპექტრის პროექტებს დაწყებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან და ინჟინერიიდან ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებებით და საგანმანათლებლო კვლევებით დამთავრებული; ის აძლიერებს კავსირებს პოლიტიკასა და კვლევას შორის, განათლებასა და ინოვაციებს შორის.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://projekttraeger.dlr.de/en

ჩვენს შესახებ: https://www.internationales-buero.de/en/eu_twinning_projekt_with_georgia_on_the_cooperation_between_research_and_industry_launched.php

 

ავსტრიის სამეცნიერო ფონდი არის სამეცნიერო კვლევის (მათ შორის ჰუმანიტარული მეცნიერებების)  დაფინანსების ეროვნული სააგენტო, რომელიც დაარსდა 1968 წელს და აფინანსებს უმაღლესი ხარისხის კვლევით პროექტებს,  ერთობლივ საერთაშორისო პროექტებს, პრიორიტეტულ კვლევით პროგრამებს, სამეცნიერო პრემიებს, ადამიანური რესურსების განვითარების სადოქტორო პროგრამებს.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.fwf.ac.at/en

ჩვენს შესახებ: https://www.fwf.ac.at/en/news-and-media-relations/news/detail/nid/20200929-2571?tx_rsmnews_detail%5Bref%5D=l&cHash=0d4cc1e3be5163deedf73d9b50677998

 

ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტო არის გამოყენებითი კვლევებისა და ინოვაციების  დაფინანსების ეროვნული სააგენტო; ეროვნული საკონტაქტო ჰაბი ევროკავშირის პროგრამებისთვის; აფინანსებს ქვემოდან ზემოთ მიდგომის ფირმების პროექტებს (მრეწველობა და მცირე და საშუალო ბიზნესი); აქვს კონკურენტულ თემატურად/გამოწვევაზე ორიენტირებული თანამშრომლობის პროგრამები (მაგ. მობილურობა, წარმოება, მომავლის ქალაქები, ენერგეტიკა, გარემოსდაცვითი სივრცე და ა.შ.) მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.ffg.at/en

ჩვენს შესახებ:https://www.ffg.at/news/europaeischer-rueckenwind-fuer-den-wissenschafts-und-wirtschaftsstandort-georgien

 

დაუგავპილსის უნივერსიტეტი არის საერთაშორისოდ აღიარებული და თანამედროვე სახელმწიფო უნივერსიტეტი ლატვიაში. 1921 წელს უნივერსიტეტის დაარსების დღიდან, იგი გადაიქცა ძლიერ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებად, რომელიც ახორციელებს ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, რაც საშუალებას აძლევს ჩატარდეს ინტერდისციპლინური და მულტიდისციპლინარული კვლევები და განხორციელდეს პროექტების ფართო სპექტრი.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://du.lv/en/home

ჩვენს შესახებ: https://du.lv/en/daugavpils-university-is-involved-in-implemention-of-the-twinning-project-in-georgia/

 

ტვინინგის გუნდი

 

პროექტის ხელმძღვანელები

ვოლფგანგ პოლტი, იოანეუმ კვლევა, ავსტრია

ერეკლე ასტახიშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

პროექტის უმცროსი ხელმძღვანელები

კირსტენ კინზლერი, პროექტების მართვის სააგენტო (DLR), გერმანია

იურის სომსი, დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია

 

პროექტის ადმინისტრაცია

იოჰანეს მეიერი, გარემოს დაცვის სააგენტო, ავსტრია

 

 

პროექტის მუდმივი მრჩეველი

ინეს გავარანე, დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია

 

პროექტის მუდმივი მრჩევლის პარტნიორი

რუსუდან ჯობავა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი