მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩი“ კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
კონკურსი ტარდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის N98 დადგენილების შესაბამისად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.
კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კლას(ებ)ის სამ მოსწავლეს.
ფონდის მიერ 2019 წელს გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.