შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრეზენტაცია ,,მეცნიერების“ მიმართულებით განათლების რეფორმის ფარგლებში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, განათლების რეფორმის ფარგლებში, გამართეს პრეზენტაცია მეცნიერების მიმართულებით.

განისაზღვრა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება:

  • 2019 წელს საგრანტო კონკურსების ბიუჯეტების ზრდა.
  • 2019 წლიდან ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრირება. ამ მიმართულებით გადაწყვეტილია EURAXESS-ში საქართველოს გაწევრიანება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლების გადამზადებასა და ქართველ მკვლევართა კარიერულ ზრდას.
  • EURAXESS-თან ინტეგრაციის ფარგლებში EURAXESS-GEORGIA პორტალის შექმნა, რომელიც ჩაერთვება EURAXESS-ის პანევროპულ სისტემაში.
  • სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიმართულებით ევროპული კვლევების საბჭოს - ERC - სტანდარტების დანერგვა მეცნიერების მენეჯმენტში, უცხოელი ექსპერტების ჩართვა კვლევების შედეგების შეფასებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მეცნიერების მართვაში.
  • მაქსიმალური ხელშეწყობა კვლევებში კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად და კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემის შემუშავება, კვლევების დაფინანსების დივერსიფიცირება საერთაშორისო დონორების მოზიდვის გზით.
  • 2019 წლიდან პირველად, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, მოხდება საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტების ჩართვა საერთაშორისო სამეცნიერო -  ELSEVIER-ის სისტემაში და მასში შემავალ ბაზებზე:
    • Science Direct
    • SciVal finder
    • Scopus
    • Mendeley data
  • მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, სახელობითი სტიპენდიების დაწესება:
  • საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია.
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია.
  • სოციალურ მეცნიერებებში - დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია.
  • ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში - ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდია.
  • სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში - ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია.
  • აგრარულ მეცნიერებებში - დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია.
  • საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის საერთაშორისო არენაზე გატანის მიზნით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გეგმავს ონლაინ სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერება“ (Georgian Science) გამოცემას. ჟურნალს ეყოლება საერთაშორისო რედკოლეგია, მოხდება სტატიების ფარული რეცენზირება, გამოიცემა თემატური ნომრები სამეცნიერო მიმართულების მიხედვით:
  • Georgian Science - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • Georgian Science - ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  • Georgian Science - სიცოცხლის შემსწავლელი, ჯანმრთელობისა და მედიცინის, აგრარული მეცნიერებები;
  • Georgian Science - ჰუმანიტარული და სოციალური და მეცნიერებები;
  • 2019 წელს იგეგმება ახალი კონკურსების ადმინისტრირება:
  • ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსი „ნიუტონი“
  • „ნორჩი მეცნიერები“
  • ალექსანდრე როინიშვილის სახელობის ფოტოკონკურსი
  • ნახატების კონკურსი „ნიკალა“

მათი მიზანია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მეტი ჩართულობა სამეცნიერო კვლევებში - მეცნიერება უნდა გახდეს ქვეყნისათვის პრიორიტეტული.