2019 წლის ,,მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის" პირველი ეტაპის შედეგები
,,მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი" გამოცხადდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებისა და ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 18 ოქტომბრის №110 ბრძანების საფუძველზე.
კონკურსის პირველ ეტაპზე ფონდში ელექტრონულად დარეგისტრირდა 45 საკონურსო განაცხადი.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 18 პროექტი.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლისათვის აუცილებელი პირობა იყო პროექტის შეფასების პირველ ეტაპზე 36 მაქსიმალური ქულიდან 25 ან მეტი ქულის მიღება.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტები
შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელები 09 დეკემბერს გააკეთებენ პრეზენტაციას საკონკურსო კომისიის წინაშე. საკონკურსო კომისია პრეზენტაციას აფასებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმებით. პროექტის დაფინანსებისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა შეფასების მეორე ეტაპზე 18 მაქსიმალური ქულიდან პროექტმა მიიღოს 13 და მეტი ქულა.