შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2019 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ პირველი ეტაპის შედეგები

სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს  სამეცნიერო ფონდში 2019 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“  კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე scr@rustaveli.org.ge 2019 წლის  02 აპრილის  16:00 საათამდე დარეგისტრირდა 39 საკონკურსო განაცხადი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

მათემატიკა- 5 პროექტი

ფიზიკა-3 პროექტი

ქიმია-8 პროექტი

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები- 3 პროექტი

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები-5 პროექტი

ეკოლოგია-10 პროექტი

ინჟინერია და ტექნოლოგიები- 3 პროექტი

აგრარული მეცნიერებანი-2 პროექტი

 განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ დადგენილ ვადაში ფონდის კანცელარიაში წარმოადგინა 37-მა, ხოლო ორი საკონკურსო განაცხადის (შიფრები scr/4/6/19; scr/25/9/19) ავტორმა არ წარადგინეს განცხადება, შესაბამისად აღნიშნული განაცხადება არ განიხილება საკონკურსოდ. 

კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 აპრილის N41 ბრძანებით 2019 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ ფარგლებში წარმოდგენილი საგრანტო  განაცხადების მოხსნის შესახებ“ კონკურსიდან მოიხსნა ორი   საკონკურსო  განაცხადი (პროექტის შიფრები:  SCR/ 37/6/2019 , SCR/19/5 /2019)

2019 წლის სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის –  „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“  მეორე ეტაპზე გადავიდა  14 პროექტი.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლისათვის აუცილებელი პირობა იყო პროექტის შეფასების პირველ ეტაპზე 25 მაქსიმალური ქულიდან 17 ან მეტი ქულის მიღება.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტები.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელები, 03 მაის პრეზენტაციებით წარდგებიან საკონკურსო კომისიის წინაშე.