შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოვლინდნენ 2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულები

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში, III ეტაპზე გადავიდა 24 საპროექტო განაცხადი. მათგან საკონკურსო კომისიის წინაშე პრეზენტაციებით წარდგა 23 პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი/ძირითადი პერსონალი. 1 პროექტის სამეცნიერო პერსონალი არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, შესაბამისად, აღნიშნული პროექტი არ შეფასებულა. საკონკურსო კომისიამ მოსმენილი 23 პრეზენტაცია შეაფასა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N85 დადგენილებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ფონდის გენერალური დირექტორის 11 დეკემბრის N191 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული „2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის“ მიხედვით. დასაფინანსებლად შეირჩა 14 პროექტი.

იხილეთ:

* ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 14 დეკემბრის N195 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.

* ერთიანი რანჟირებული სია

აქვე გაცნობებთ, რომ კონკურსის II ეტაპის მონაწილეებს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

საკონკურსო კომისიის მიერ III ეტაპზე გაკეთებული შეფასებები აღნიშნული ეტაპის მონაწილეებს გაეგზავნებათ ელექტრონული ფოსტით.

ყურადღება!!!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!