შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები

გამოვლინდნენ  „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები.

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 9 განაცხადი. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა მეორე ეტაპზე გადასული 9-ვე პროექტი ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 14 ივნისის N77 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, რომლის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩა 4 პროექტი.

იხილეთ:

ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 30 ოქტომბრის N162 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ;

შეფასებული პროექტების რანჟირებული სია.