გამოვლინდნენ 2018 წლის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსის გამარჯვებულები
კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 32 საპროექტო განაცხადი, მათგან 3 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე. კონკურსში მონაწილე 29 პროექტი შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N88/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 4 დეკემბრის N184 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2018 წლის „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის“ მიხედვით. დასაფინანსებლად შეირჩა 9 პროექტი.
იხილეთ: ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება N188 გამარჯვებული პროექტებისა და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ.
კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
ყურადღება!!!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!