შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

 

კონკურსის აბრევიატურა AR

 

კონკურსის მიზანი

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს:

ა) გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას;

ბ) საერთაშორისო პარტნიორებსა და არასამეცნიერო სექტორთან (კერძო სექტორი - მცირე და საშუალო ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები) თანამშრომლობით მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებების მიმართულებით საქართველოს ინსტიტუციების გრძელვადიანი, ინოვაციური და ტექნოლოგიური გამოყენებითი კვლევითი პროექტების განხორციელებას;

გ) სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ინოვაციების უზრუნველყოფას;

დ) ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და დაფინანსებას;

ე) კომერციალიზაციის პერსპექტივის მქონე ინოვაციური და ტექნოლოგიური ტრანსფერის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას;

ვ) ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე არსებობს მოთხოვნა და რომელიც პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი                         ინსტიტუციური

  

კონკურსის ძირითადი პირობები

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამი კატეგორიის პროექტი:

  • პირველი კატეგორია - ტექნოლოგიის ტრანსფერის ხელშემწყობი საპილოტე კვლევითი გრანტი ცალკეული ორგანიზაციებისათვის;
  • მეორე კატეგორია - ინოვაციური კვლევების განხორციელება და ტექნოლოგიური განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის;
  • მესამე კატეგორია - კვლევითი კონცეფციის დამტკიცება: ინფრასტრუქტურის, ტრენინგისა და კლასტერების განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის.

პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 2, 3 ან 4 წელი. საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობაა 1 წელი (12 თვე).

ფონდიდან მოთხოვნილი წლიური საგრანტო დაფინანსება ერთი ორგანიზაციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 140 000 ლარს, ხოლო მთლიანი კონსორციუმისათვის - 420 000 ლარს. 

 

პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ძირითადი პერსონალის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსებისა და დამხმარე პერსონალის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50%-ს.

ზედნადები ხარჯების - წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 7%-ს.

 

საგრანტო კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს:

 

I ეტაპი - საპროექტო განაცხადის კონცეფციის წარდგენა;

II ეტაპი - პროექტის წარდგენა;

III ეტაპი - პროექტის პრეზენტაცია.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

 

24 ივლისი - ჯგუფური კონსულტაცია (რეგისტრაციის ბმული)

26 ივლისი - ჯგუფური კონსულტაცია (რეგისტრაციის ბმული)

7 აგვისტო – ჯგუფური კონსულტაცია(რეგისტრაციის ბმული)

14 აგვისტო – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

13 ივლისიდან 20 აგვისტოს 16:00 სთ-მდე – პროექტების კონცეფციის ელექტრონული რეგისტრაცია საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე;

21 აგვისტო 16:00 სთ-მდე – ფონდის კანცელარიაში კონკურსის პირველ ეტაპზე კონცეფციის მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;

ოქტომბერი – კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების კონცეფციების შესახებ;

12 ოქტომბერი –  ჯგუფური კონსულტაცია ფონდის საკონფერენციო დარბაზში, 15:00 საათი (რეგისტრაციის ბმული);

18 ოქტომბერი -  ჯგუფური კონსულტაცია ფონდის საკონფერენციო დარბაზში, 16:00 საათი (რეგისტრაციის ბმული);

22 ოქტომბერი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

10 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე –  მეორე ეტაპზე გასული პროექტის სრული ვერსიის ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

1 ნოემბრის 16:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსის მეორე ეტაპზე სრული პროექტის მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;

ნოემბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე საგრანტო კონკურსიდან მოხსნილი სრული პროექტების შესახებ;

ნოემბერი - კონკურსის მეორე ეტაპზე პირობების დაცვით წარმოდგენილი სრული პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ;

ნოემბერი – კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება და მესამე ეტაპზე გადასული პროექტების გამოვლენა;

დეკემბერი – პროექტების პრეზენტაცია კომისიის წინაშე;

დეკემბერი - კონკურსის მესამე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებებისა და კომისიისაგან მიღებული შეფასებების შეჯამების საფუძველზე, სამი რანჟირებული სიის შედგენა პროექტების კატეგორიების შესაბამისად და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა;   

დეკემბერი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება  ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

დეკემბერი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  • პირობები - დანართი 1
  • პირობები-კონსოლიდირებული ვერსია (29.10.2018)
  • საპროექტო განაცხადის კონცეფცია - დანართი 2 (GEO/ENG, იგზავნება PDF ფორმატში)
  • წინასწარი ძიების განაცხადი - დანართი 3 (GEO/ENG)
  • განცხადება საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობის შესახებ - დანართი 4
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 5 (GEO/ENG)
  • საპროექტო წინადადება - დანართი 6 (GEO/ENG)
  • ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV)  - ნიმუში, დანართი 7
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - ნიმუში, დანართი 8
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 9 (GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 10 (GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 11 (GEO/ENG)

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის ბმული

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

წინასწარი ძიების განაცხადის შევსება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ელექტრონულ სისტემაში (ბმული)

საქპატენტის წინასწარი ძიების ინსტრუქცია (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით ar@rustaveli.org.ge 10 აგვისტომდე. კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
  • ხშირად დასმული კითხვები (22.10.2018)
  • საკონსულტაციო პრეზენტაცია

 

კოორდინატორები:

ნატალია გვერდწითელი   2 200 220 (4015)

ანა ფოლოდაშვილი

ოთარ გოგიაშვილი

გიორგი ბაგაშვილი

ქეთევან გაბიტაშვილი  

საკონტაქტო ინფორმაცია: ar@rustaveli.org.ge

 

 

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!