ფონდი აცხადებს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსს
კონკურსის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ასევე, ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში.
დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:
- მინისტრის ბრძანება
- გენერალური დირექტორის ბრძანება
- დანართი 1 - კონკურსის პირობები
- დანართი 2 - საპროექტო წინადადების ფორმა
- დანართი 3 - ავტობიოგრაფია (CV)
- დანართი 4 - განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე
- დანართი 5 - ოქსფორდის უნივერსიტეტთან საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პირის თანხმობის ფორმა
- ხშირად დასმული კითხვები
- ხელშეკრულება ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის
- საკონსულტაციო პრეზენტაცია
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
- 2018 წლის 22 იანვარი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
- კონსულტაციების დღეები:
- 4.05.2018, 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო
დარბაზი,
- 22.05.2018,16:00 სთ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო
დარბაზი,
- 2018 წლის 8 ივნისი, 18:00 სთ - პროექტების ელექტრონულად წარდგენა ფონდში;
- 2018 წლის 13 ივნისი, 16:00 სთ - შევსებული, ხელმოწერილი განცხადების ფორმის წარდგენა ფონდის
კანცელარიაში;
- 2018 წლის 14-15 ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის
დადგენა;
- 2018 წლის 18-29 ივნისი - პროექტების შეფასება ფონდისა და უნივერსიტეტის ერთობლივი
კომისიის მიერ;
- 2018 წლის 2 ივლისი - ინტერვიუსთვის შერჩეული კანდიდატებისთვის ფონდიდან შეტყობინების
გაგზავნა;
- 2018 წლის ივლისი - ინტერვიუების ჩატარება შერჩეულ კანდიდატებთან ფონდისა და
უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ;
- 2018 წლის ივლისი - კომისიის შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და
ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით დამტკიცება;
- 2018 წლის ოქტომბერი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
ნინო გაჩეჩილაძე, ელ-ფოსტა: gachechiladze@rustaveli.org.ge
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებას!