შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 509 საპროექტო განაცხადი, მათგან 21 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე. კონკურსში მონაწილე 488 პროექტი შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 6 აგვისტორს N91 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული “2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის“ მიხედვით. დასაფინანსებლად შეირჩა 67 პროექტი.

იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2020 წლის 4 თებერვლის ბრძანება N5 გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ.

გამარჯვებული პროექტები

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

ყურადღება!!!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!