შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოცხადდა ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსი!

ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

კონკურსის აბრევიატურა   JFZ

კონკურსის მიზანი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

საპროექტო განაცხადი ტიპი:     ინდივიდუალური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლია საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღისათვის 30 წლამდე ასაკის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტიდან (ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით);

იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსებულ პირებს საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ სამეცნიერო სფეროებში:

1) მათემატიკური მეცნიერებები;

2) საინფორმაციო ტექნოლოგიები;

3) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

4) საინჟინრო მეცნიერებები;

5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

მაგისტრანტებისათვის:

დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტებში მათი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმთან;

კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 900 ევროს ექვივალენტს ლარში.

დოქტორანტებისათვის:

დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლამდე ვადით;

კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 1400 ევროს ექვივალენტს ლარში;

 

დაფინანსების 50%-ს ფარავს ფონდი, 50%-ს იულიხის კვლევითი ცენტრი.

 

კონკურსში პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:

ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2022 წლის 17 იანვრიდან - 31 იანვრის 16:00 საათამდე, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge

ბ) რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში - „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ წარდგენა  – 2022 წლის 2 თებერვლის 16:00 საათამდე.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №226/

შეთანხმება ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ

ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 13 იანვრის N01 ბრძანება

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

კონკურსის პირობები - (დანართი 1)

კრებსითი ინფორმაცია - თავფურცელი (ნიმუში)

კონკურსში მონაწილის ბიოგრაფია (CV) (ნიმუში - დანართი 3, GMUS-ის ფორმატი)

„განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (ნიმუში - დანართი 4)

 

საგრანტო კონკურსში თითოეულ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორს:

გიორგი წოწორია   tsotsoria@rustaveli.org.ge

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!