შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2022 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა: PHDF

კონკურსის მიზანი

ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინდივიდუალური

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

 

14 ივნისი  15:00 სთ 

22 ივნისი 15:00 სთ 

29 ივნისი  15:00 სთ. - გთხოვთ , 10 წუთით ადრე შემოხვიდეთ კონსულტაციაზე, დასასწრებად გადადით ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/8159309443?pwd=WUtQYm1CaW8rbFoxbFBtMUNuRTl6dz09

Meeting ID: 815 930 9443

Passcode: iZ0KLx

 

4 ივლისის 18:00 საათი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

6 ივნისი -  7 ივლისის 16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

15 ივლისის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

ივლისი-აგვისტო – ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

ივლისი-აგვისტო შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

აგვისტო - სექტემბერი  კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

ოქტომბერი -  კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

ოქტომბერი –ნოემბერი - გამარჯვებულ დოქტორანტებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის№128/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 6 ივნისის N100 ბრძანება
  • ცვლილება გენერალური დირექტორის N 100 ბრძანებაში
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის№220 ბრძანება 
  • უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით -დანართი 12
  • სამეცნიერო კლასიფიკატორი - დანართი 13
  • 2022 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასებისა და საბოლოო ქულის დაანგარიშების წესი - დანართი 14

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები -დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG)
  • დოქტორანტის, დისერტაციის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელისა და კონსულტანტის (მათი არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფია - CV დანართი 4 ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 5, ივსება GMUS-შიქართულ და ინგლისურ ენაზე
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 6, ივსება GMUS-ში ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • კონსულტანტის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი 7 (GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 (GEO/ENG)
  • ცნობა დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტის სწავლის შესახებ -დანართი 9
  • თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 10 (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 11, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • დამხმარე მასალები: დოქტორანტურის 2022 წლის კონკურსის პრეზენტაცია, ხშირად დასმული კითხვები.

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული - გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 30 ივნისის 18:00 საათამდე კონკურსის ელ. ფოსტით do@rustaveli.org.ge. ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები აიტვირთება ფონდის ვებ-გვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორები:

ანა ფოლოდაშვილი - პროგრამული საკითხები - 2 200 220 (4018)

ლანა დავითულიანი - პროგრამული საკითხები - 2 200 220 (4302)  

საკონტაქტო ინფორმაცია: do@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!