შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2022 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა SPG

კონურსის მიზანი

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური, ჯგუფური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

2022 წლის 11 აპრილიდან 1 ივნისის 18:00 სთ-მდე - პროექტის რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge

2022 წლის  8 ივნისის 18:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;

ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ივლისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

ივლისი-აგვისტო - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

აგვისტო - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები:

28 თებერვალი 

31 მარტი

18 მაისი- 12:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია - დასასწრებად გადადით ბმულზე 

Meeting ID: 815 930 9443

Passcode: iZ0KLx

25 მაისი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა.

 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის №201/ნ ბრძანება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 26 იანვრის N 08 ბრძანება

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები (დანართი 1)
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი N2, ივსება GMUS-ში)
  • საპროექტო წინადადება (დანართი N3)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4, ივსება GMUS-ში და შემდეგ გენერირდება)
  • პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი 5, ივსება GMUS-ში)
  • პროექტის ბიუჯეტი /ბიუჯეტის დასაბუთება (ჯგუფური პროექტებისთვის) (დანართი N6, ივსება GMUS-ში)
  • პროექტის ბიუჯეტი/ბიუჯეტის დასაბუთება (ინსტიტუციური პროექტებისთვის) (დანართი N7, ივსება GMUS-ში)
  • კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ (დანართი N8 GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი N9 GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (დანართი N10)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან
  • კონკურსის საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაცია (დანართი 13)

 

დამხმარე მასალები

ხშირად დასმული შეკითხვები

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

 

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

 

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 25 მაისის ჩათვლით ელ. ფოსტაზე spg@rustaveli.org.ge

ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

 

კონკურსის კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე

568 88 37 57

 

ელექტრონული ფოსტა: spg@rustaveli.org.ge  

 

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!