ფონდი აცხადებს 2022 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსს - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით
აბრევიატურა WST
კონურსის მიზანი
კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწე გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.
კონკურსი ხელს შეუწყობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,Horizon 2020”-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის (CALIPER), რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობისთვის კვლევისა და ინოვაციის დაკავშირებას, ფარგლებში დამტკიცებული „გენდერული თანასწორობის გეგმის“ შესრულებას.
საკონკურსო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
2022 წლის 16 მარტიდან - 4 აპრილის 18:00 საათამდე - განაცხადების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge
2022 წლის 8 აპრილის 18:00 საათამდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;
აპრილი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი განაცხადების მოხსნის შესახებ;
ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები:
21 მარტი - 15:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 9 მარტის N35 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები (დანართი N1)
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი N2, ივსება GMUS-ში)
- სამოტიცაციო წერილი (დანართი N3, იტვირთება GMUS-ში)
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი N4, გენერირდება GMUS-დან და იტვირთება რეგისტრაციისას)
- მხარდაჭერის წერილი ინსტიტუციიდან (დანართი N5, იტვირთება GMUS-ში)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- განაცხადის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე wst@rustaveli.org.ge
კონკურსის კოორდინატორი:
ქეთევან გორგაძე
568 88 37 57
ელექტრონული ფოსტა: wst@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!