ფონდი აცხადებს სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსს!
კონკურსის სახელწოდება:
სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა: RIM
კონკურსი მიზანი:
კონკურსის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით, სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები:
დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს) მათ შემადგენლობაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისათვის.
იხილეთ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სია
კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია 6 ლოტში, ესენია:
I ლოტი – განსაკუთრებულად პრიორიტეტული კვლევებისათვის საჭირო დანადგარები, აპარატურა, ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და მათი ცალკეული ნაწილები (150,000.00 და მეტი ლარის ღირებულების);
II ლოტი – ძვირადღირებული სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა (100,000.00-დან 149,999.00-მდე ლარის ღირებულების);
III ლოტი – სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდის შევსება, უცხოური ელექტრონული ლიტერატურის ბაზებზე წვდომა (მაქსიმუმ 99,999.00 ლარის ღირებულებს);
IV ლოტი – რეაქტივები, რეაგენტები, ლაბორატორიული და საექსპერიმენტო სახარჯი მასალები (არაუმეტეს 25,000.00 ლარის ღირებულების);
V ლოტი – კომპიუტერები, პროგრამული უზრუნველყოფა, საბიბლიოთეკო ქსელისათვის საჭირო ელექტრონული ბაზები, სკანერები, ფოტო-ვიდეო გადაღებისათვის საჭირო ტექნიკა, სხვა კომპიუტერული აპარატურა და აქსესუარები (არაუმეტეს 15,000.00 ლარის ღირებულების);
VI ლოტი – ლიტერატურის შეძენა, თარგმნა, საავტორო უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯები (არაუმეტეს 10,000.00 ლარის ღირებულების).
პროექტების შეფასება:
პროექტების შეფასება განხორციელდება საკონკურსო კომისიის მიერ
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
- საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრები :
26 იანვარი, 16:00 სთ
31 იანვარი, 16:00 სთ - https://us02web.zoom.us/j/8159309443?pwd=WUtQYm1CaW8rbFoxbFBtMUNuRTl6dz09
Meeting ID: 815 930 9443
Passcode: iZ0KLx
- პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია: 2022 წლის 28 იანვრიდან15 თებერვლის 16:00 საათამდე
- ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა: 2022 წლის 22 თებერვლის16:00 საათამდე
- კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზა, ხარვეზის დადგენა და ხარვეზის გამოსწორების ვადის განსაზღვრა: თებერვალი
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ: 2022 წლის 1-ლი-მე-2 კვარტალი
- საკონკურსო კომისიისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორთან წარდგენა დასამტკიცებლად: 2022 წლის მე-2 კვარტალი
- დასაფინანსებელლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის მე-2 კვარტალი
- ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება: 2022 წლის მე-2 კვარტალი
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2021 წლის 30 დეკემბრის № 1440035 ბრძანებით დამტკიცებული„სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის“ მე-2 ქვეპროგრამა
- ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 იანვრის №02 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები:
- კონკურსის პირობები - დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2 - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას
- საპროექტო წინადადება - დანართი 3
- პროექტის ბიუჯეტი - ნიმუში,დანართი 4 - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 5, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია, დეტალურად გაეცნოთ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2021 წლის 30 დეკემბრის № 1440035 ბრძანებით დამტკიცებული სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის მე-2 ქვეპროგრამას, ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 იანვრის №02 ბრძანებით დამტკიცებულ კონკურსის პირობებსა და დანართებს.
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები - ონლაინ შეხვედრები;
საკონსულტაციო პრეზენტაცია "სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი"
კოორდინატორი:
ხატია ანანიაშვილი 597 90-43-34
ფინანსური კონსულტანტი:
ბაგრატ რაზმაძე
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!