2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2022 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 108 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 106 პროექტი. იხილეთ 2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საგრანტო პროექტების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 12 ივლისის N131 ბრძანება.