შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2022 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის” კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

2022 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის პირველ  ეტაპზე დარეგისტრიდა 17 საკონკურსო განაცხადი.

კომისიამ  საკონკურსო განაცხადები შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 24 იანვრის N06 ბრძანებით დამტკიცებული პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 16 საკონკურსო განაცხადი.

იხილეთ კონკურის მეორე ეტაპზე დაშვებული განაცხადები.

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ კონკურსის მეორე ეტაპის სარეგისტრაციო ვადები:

2022 წლის 23 სექტემბრის 18:00 საათამდე - კონკურსის მეორე ეტაპზე პროექტის აღწერილობა, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა ელ.ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge

2022 წლის 28 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის წარდგენა ფონდის კანცელარიაში; რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების  მიერ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში  2022 წლის 28 სექტემბრის 18:00 საათამდე.

 

იხილეთ 2022 წლის კონკურსის გამოცხადების ბმული

გისურვებთ წარმატებებს!