გამოცხადდა ”2023 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის“ შედეგები!
2023 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსზე სულ დარეგისტრირდა 180 საპროექტო განაცხადი. ფონდის კანცელარიაში, ვადების დაცვით „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ შემოიტანა 175 - მა განმცხადებელმა.
კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა და კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტებით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის გამო, კონკურსიდან მოიხსნა 6 პროექტი.
შეფასების ეტაპზე გადავიდა 169 პროექტი.
კონკურსში მონაწილე 169 პროექტი შეფასდა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ შეფასებებზე დაყრდნობით, გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა „2023 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსში რეგისტრირებული პროექტებისათვის საბოლოო ქულის გამოთვლისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 24 აგვისტოს N139 ბრძანების შესაბამისად. დასაფინანსებლად შეირჩა 38 პროექტი.
იხილეთ: რანჟირებული სიები მიმართულებების მიხედვით და ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 16 ოქტომბრის N 152 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
კონკურსის მონაწილეებს საკუთარი პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ 3 სამუშაო დღის შემდგომ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში(GMUS).