შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსს

 

კონკურსის აბრევიატურა SP

კონკურსის მიზანი

საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების ( მონოგრაფიის სახით) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი                 ინსტიტუციური 

 

კონკურსის ადმინისტრირება 

2023 წლის 21 ივლისიდან 22 სექტემბრის 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2023 წლის 29 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

ოქტომბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ოქტომბერი - ნოემბერი - პროექტების შეფასება და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

24 ივლისი, 4 სექტემბერი – 16:00 საათი, დისტანციურად ვირტუალურ ფორმატში 

Join Zoom Meeting

11 სექტემბერი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აგვისტოს №176/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 14 ივლისის N113 ბრძანება
  • ცვლილება N 113 ბრძანებაში 
  • დაფინანსების წესი - დანართი 10

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2 ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (ნიმუში) - დანართი 4ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (ნიმუში) - დანართი 5ივსება GMUS-ში
  • პროექტის ხელმძღვანელის, კოორდინატორის, ძირითადი პერსონალის (მათი არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფია CV - დანართი 6 გენერირდება GMUS-დან
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 7
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 8, გენერირდება GMUS-დან
  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 9

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

დამხმარე მასალები

ხშირად დასმული შეკითხვები

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით sp@rustaveli.org.ge11/09/2023-მდე. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორი -  ეკატერინე მიქაუტაძე  591 01 76 10  - (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

 

საკონტაქტო ინფორმაცია: sp@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!