შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2024 წლის სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურს

 

კონკურსის აბრევიატურა: SPF

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაცია: საქართველოს მეცნიერების შესახებ, სანდო წყაროებზე დაფუძნებული, სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნა; საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და მისი პოპულარიზაცია.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ჯგუფური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

16 მაისიდან  24 მაისის 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

28 მაისის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

მაისი-ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

ივნისი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ივლისი -კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

ივლისი-აგვისტო – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

აგვისტო  - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

20 მაისი - 15:00 საათი  - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციისთვის გადადით ბმულზე 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 28 მარტის №85/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №60 ბრძანება
  • ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის N 60 ბრძანებაში 
  • კონკურსის პირობები (დანართი 1)

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი№2) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი №3)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი №4) - ივსება და იტვირთება პროექტის რეგისტრაციისას PDF ფორმით
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი №6) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი №7) - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი №5 (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე spf@rustaveli.org.ge

 

კონკურსის კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე

პროგრამული საკითხები - 2 200 220 (4409)

გისურვებთ წარმატებებს!