ფონდი აცხადებს 2024 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსს - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“
კონკურსის აბრევიატურა - BS
კონკურსის მიზანი:
ა) ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარებასა და სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 2024 წლის 2 მაისის 16:00 საათიდან – 2024 წლის 28 ივნისის 16:00 საათამდე;
- კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში-2024 წლის 3 ივლისის 18:00 საათამდე;
- კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზა, კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება – 2024 წლის ივლისი;
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება – 2024 წლის ივლისი-აგვისტო;
- გამარჯვებული პროექტების გამოვლენა – 2024 წლის აგვისტო;
- საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება და დაფინანსება - 2024 წლის სექტემბერი.
ჯგუფური ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები:
20 მაისი და 4 ივნისი – 11:00 საათი, დისტანციურად ონლაინ ფორმატში. შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №149/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 25 აპრილის N49 ბრძანება
- ცვლილება დირექტორის ბრძანებაში - ბრძანება N72
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
- კონკურსის პირობები (დანართი 1)
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2) - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის დროს;
- პროექტის რეზიუმე (დანართი 3) - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
- საპროექტო წინადადება (დანართი 4) - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) - ივსება GMUS-ში;
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6) - ივსება GMUS-ში;
- პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 7) - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში;
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 8) - ივსება GMUS-ში;
- საპროექტო განცხადების ფორმა (დანართი 9) - გენერირება GMUS-ში;
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 10).
- შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ჯგუფის/ჯგუფების სამეცნიერო კვლევაში ჩართულობის შესახებ აღწერილობითი ინფორმაცია (დანართი 11) - ქართული და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები:
- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
- მეცნიერთა რეგისტრაცია გრანტების მართვის სისტემა GMUS-ში
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს.
ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია.
კონკურსის კოორდინატორები:
რუსუდან ჯობავა - მობ: 595 04 10 42; ელ - ფოსტა: jobava@rustaveli.org.ge (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00);
თინათინ კუჭუხიძე - +(995 32) 2 200 220 (4033) ელ- ფოსტა: t.kuchukhidze@rustaveli.org.ge (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00).
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!