შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსს - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით

 

აბრევიატურა WST

კონურსის მიზანი

კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მოღვაწე  გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.

საკონკურსო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

 

2024 წლის 19 მარტიდან - 8 აპრილის 18:00 საათამდეგანაცხადების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge

2024 წლის  12 აპრილის  18:00 საათამდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;

აპრილი ტექნიკური ექსპერტიზა  - რეგისტრირებული განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი განაცხადების მოხსნის შესახებ;

მაისი-ივნისი - საკონკურსო განაცხადების შეფასება; გამარჯვებულის გამოვლენა.

 

ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა:

29 მარტი - 11:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია ბმული

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 12 მარტის N25 ბრძანება

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები (დანართი N1)
  • კრებსითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ (დანართი N2, ივსება GMUS-ში)
  • სამოტიცაციო წერილი (დანართი N3, იტვირთება GMUS-ში)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი N4, გენერირდება GMUS-დან და იტვირთება რეგისტრაციისას)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

 

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

 

  • განაცხადის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ ფონდი გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზეwst@rustaveli.org.ge  

 

კონკურსის კოორდინატორი:  

ქეთევან გორგაძე

 

ელექტრონული ფოსტა: wst@rustaveli.org.ge  

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!