ფონდი აცხადებს 2021 წლის კონკურსს რუსთაველის ფონდის პრემია მეცნიერებაში გასაკუთრებული მიღწევებისათვის
კონკურსის აბრევიატურა RA
კონკურსის მიზანი
ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის, აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარების და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.
საპროექტო განაცხადი ტიპი ინდივიდუალური
კონკურსის ადმინისტრირება
2021 წლის 30 ივლისიდან - 30 აგვისტოს 18:00 საათამდე – საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
2021 წლის 6 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
სექტემბერი - ტექნიკური ექსპერტიზა, განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
სექტემბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება, ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
სექტემბერი - შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ და გამარჯვებული კანდიდატების დამტკიცებას გენერალური დირექტორის მიერ.
ჯგუფური კონსულტაციები:
30 ივლისი – 17:00 საათი, დისტანციურად ვირტუალურ ფორმატში
20 აგვისტო - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 27 ივლისის N107 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის წესი - დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2 ივსება GMUS-ში
- სამოტივაციო წერილი - დანართი 3
- სამეცნიერო ნაშრომები - დანართი 4
- პროფესიული ბიოგრაფია CV - დანართი 5, ივსება GMUS-ში
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 6, გენერირდება GMUS-ში
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ კონკურსის წესს და შესაბამის დანართებს;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით ra@rustaveli.org.ge20/08/2021-მდე. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კოორდინატორები:
ეკატერინე მიქაუტაძე - 591017610 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)
საკონტაქტო ინფორმაცია: ra@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!