შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2021 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა SPG

კონურსის მიზანი

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური, ჯგუფური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

2021 წლის 1 მარტი-დან 25 აპრილის 18:00 სთ-მდე - პროექტის რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge

2021 წლის  13 მაისის 18:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;

მაისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ივნისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

ივლისი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

ივლისი - აგვისტო - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები:

5 მარტი, 25 მარტი, 15 აპრილი - 12:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები ; შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე .

20 აპრილი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის №201/ნ ბრძანება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 19 თებერვლის N11 ბრძანება

ცვლილება დირექტორის N 11 ბრძანებაში 

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები (დანართი1)
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ივსება GMUS-ში   (დანართი 2)
  • საპროექტო წინადადება (დანართი 3)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4)
  • პროექტის რეზიუმე (დანართი 5)
  • პროექტის გეგმა-გრაფიკი - ივსება GMUS-ში (დანართი 6)
  • პროექტის ბიუჯეტი /ბიუჯეტის დასაბუთება (ჯგუფური პროექტებისთვის) - ივსება GMUS-ში (დანართი 7)
  • პროექტის ბიუჯეტი/ბიუჯეტის დასაბუთება (ინსტიტუციური პროექტებისთვის) - ივსება GMUS-ში (დანართი 8)
  • კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ (დანართი 9 GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 10 GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (დანართი 11)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან
  • კონკურსის საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაცია (დანართი 14)

 

 

დამხმარე მასალები

 

კონკურსის პრეზენტაცია

ხშირად დასმული შეკითხვები

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

 

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

 

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 20 აპრილის ჩათვლით ელ. ფოსტაზე spg@rustaveli.org.ge

ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

 

კონკურსის კოორდინატორი: ქეთევან გორგაძე - პროგრამული საკითხები -  568 88 37 57 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

 

კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში: ირაკლი იაშვილი

 

საკონტაქტო ინფორმაცია: spg@rustaveli.org.ge  

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!