ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს
კონკურსის სახელწოდება
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა
GFI
კონკურსის მიზანი
ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;
ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.
საპროექტო განაცხადის ტიპი - ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საფრანგეთის უნივერსიტეტებისა ან/და კვლევითი ინსნტიტუციების მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის ოფიციალური წერილი), საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი
- მხარდაჭერის ოფიციალური წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს საფრანგეთის შესაბამის უნივერსიტეტს ან/და კვლევით ინსტიტუციას;
- კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
- საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუციებში კვლევითი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს;
- ა) ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო – (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს ბინის დაქირავებისა და კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ბ) ჯამური დაფინანსება ინსტიტუტის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს შემდეგ ხარჯებს:
- სტიპენდია – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ევრო;
- ორმხრივი მგზავრობის დაფინანსება – 500 (ხუთასი) ევრომდე.
- კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება.
- გრანტის მიმღები ვალდებულია, კვლევითი ვიზიტის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ (საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით) შესაბამის უნივერსიტეტში/დაწესებულებაში ჩაატაროს პრეზენტაცია კვლევითი ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების შესახებ და ფონდში წარმოადგინოს აღნიშნული ღონისძების ამსახველი მასალები.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი
- ელექტრონული რეგისტრაცია – 2021 წლის 10 მარტიდან - 31 მარტის 16:00 საათამდე;
- ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2021 წლის 10 აპრილის 16:00 საათამდე;
- პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა - 2021 წლის 13 აპრილი;
- პროექტების შეფასება პანელის მიერ - 2021 წლის აპრილი/მაისი
- პანელის მიერ შეფასების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების დამტკიცება - 2021 წლის მაისი
- გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება - 2021 წლის მაისი
*საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით, რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე)
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება N235ნ
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 1 მარტის N18 ბრძანება.
პროექტის მომზადებისთვის საჭირო დანართები და მასალები
- კონკურსის პირობები (დანართი 1)
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ, (დანართი №2) - ივსება GMUS-ში ;
- საპროექტო წინადადება (დანართი №3) - ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი №4) - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში;
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - (დანართი №5) გენერირება GMUS - ში;
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები
- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
- მეცნიერთა რეგისტრაცია გრანტების მართვის სისტემა GMUS-ში
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია;
კონკურსის კოორდინატორები:
ლევან ტლაშაძე 568 25 35 07 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!