შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2021 წლის ,,მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის" პირველი ეტაპის შედეგები

,,2021 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი" გამოცხადდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებისა  და ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 19 თებერვლის №11 ბრძანების საფუძველზე.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა  27 პროექტი.

მეორე ეტაპზე გადასვლისათვის აუცილებელი პირობა იყო  პროექტის შეფასების პირველ ეტაპზე 36 მაქსიმალური ქულიდან 25 ან მეტი ქულის მიღება.

 

პროექტების შეფასება 

შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელები 23 ივნისს ონლაინ გააკეთებენ პრეზენტაციას  საკონკურსო კომისიის წინაშე. 

საკონკურსო კომისია  პრეზენტაციებს აფასებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ  დებულების მე-13 მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმებით. 
კონკურსში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა კონკურსის მეორე ეტაპზე 18 ქულიდან 13 ან მეტი ქულის მიღება;  
პროექტის საბოლოო ქულა დაანგარიშდება პირველ და მეორე ეტაპებზე მიღებული ქულების დაჯამებით.

 

გისურვებთ წარმატებას!