შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2021 წლის “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის” შედეგები

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 50 საპროექტო  განაცხადი, მათგან 3 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე. კონკურსში მონაწილე 47 პროექტი შეფასდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის №130/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  დასაფინანსებლად შეირჩა 38 პროექტი.

იხილეთ:

ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 26 იანვრის № 07 ბრძანება   გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ და ასევე,  იხილეთ ცვლილება N07 ბრძანებაში;

გამარჯვებული პროექტები

რანჟირებული სია

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ 27 იანვრის 16:00 საათიდან გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

ყურადღება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ გამარჯვებული პროექტების ავტორებმა არაუგვიანეს 2022 წლის 11 თებერვლის 18:00 საათისა ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი სემესტრის მითითებით;

ბ) მიზნობრივი საბანკო ანგარიშის (ლარის) რეკვიზიტები, რომელზეც მოხდება მხოლოდ გრანტის თანხის ჩარიცხვა და ცნობა ბანკიდან, რომ აღნიშნულ ანგარიშზე არ დაირიცხება სარგებელი.