შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დისტანციური შეხვედრა SWOT ანალიზის მიმართულებით

27 იანვარს, Twinning პროექტის - ,,ინტერ - სექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა მეცნიერებასა და ბიზნესს შორის“ ფარგლებში გაიმართა დისტანციური  სამუშაო შეხვედრა SWOT ანალიზის (strengths, weaknesses, opportunities and threats) მომზადების მიმართულებით.

შეხვედრა გაიმართა პროექტში ჩართული მე-3 კომპონენტის ექსპერტების,   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის  წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო SWOT ანალიზის მნიშვნელობას, აქტუალობასა და მის როლს ქვეყნის სამეცნიერო ინტერნაციონალიზაციის პროცესში.  უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ მონაწილეებს გაუზიარეს SWOT ანალიზის საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.  დასკვნით ნაწილში შეხვედრის  მონაწილეებმა შეიმუშავეს სამეცნიერო ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით SWOT ანალიზის სამუშაო ვერსია. აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, სამომავლოდ  იგეგმება დამატებითი ვებინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.