შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დისტანციური შეხვედრა SWOT ანალიზისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით

მიმდინარე წლის 4 თებერვალს, Twinning პროექტის - ,,ინტერ - სექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა მეცნიერებასა და ბიზნესს შორის“ ფარგლებში გაიმართა დისტანციური  სამუშაო შეხვედრა SWOT ანალიზის (strengths, weaknesses, opportunities and threats) მომზადების მიმართულებით.

შეხვედრა გაიმართა პროექტში ჩართული მე-3 კომპონენტის ექსპერტების,   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის  წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრა დაეთმო სართაშორისო გამოცდილების გაზიარებას SWOT ანალიზის საფუძველზე მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ჯგუფური დისკუსია აღნიშნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის შექმნის მიზნით. SWOT ანალიზსა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თემატიკასთან დაკავშირებით, სამომავლოდ  იგეგმება დამატებითი ვებინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.