შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის თანამშრომლების მონაწილეობა Twinning-ის კომპონენტის ,,სამეცნიერო კომუნიკაციისა და მეცნიერება-ბიზნესის თანამშრომლობის ხელშეწყობა’’ სამუშაო შეხვედრაში

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს Twinning-ის "მეცნიერების კომუნიკაციისა და მეცნიერება-ბიზნესის თანამშრომლობის ხელშეწყობა’’ კომპონენტის ფარგლებში გამართულ ონლაინ სამუშაო შეხვედრაში, შეხვედრას უძღვებოდნენ კომპონენტის წევრი სახელმწიფოს ექსპერტები: დოქტორი გილბერტ აჰამერი და დოქტორი მუზა კირიუსინა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა ტრენინგის ‘’მეცნიერების კომუნიკაცია" აქტივობების მომზადება საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
ტრენინგი ‘’მეცნიერების კომუნიკაცია" აქტივობების მომზადება წარმოადგენს პროექტთან ,,ჰორიზონტი 2020 “მეცნიერება კაპიტანია” ერთობლივ ღონისძიებას, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 19-20 ნოემბერს. მასში მონაწილეობას მიიღებენ ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი პროგრამის და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულები