შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

Mieroszewski Center აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას „თვე პოლონეთში“

ცენტრი აცხადებს  სასტიპენდიო პროგრამას  „თვე პოლონეთში“  1-თვიანი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისთვის  პოლონეთში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს.

სასტიპენდიო პროგრამა გრანტის მიმღებებს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელონ მცირე სამეცნიერო კვლევა, როგორიცაა ინტერვიუ, გამოკითხვა, საარქივო, საბიბლიოთეკო კვლევა-ძიება  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხების ისტორიის, პოლიტიკური ვითარების, კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე ცენტრის მიერ განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში.  

პროგრამის ხანგრძლივობა - ერთი თვე

მეტი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე