შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საგრანტო კვლევითი პროგრამა ევროკავშირის ისტორიულ არქივში პირველადი წყაროების შესახებ კონსულტაციისათვის

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდსა (IVF) და ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტს (EUI) შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც იკვლევენ ევროინტეგრაციას, მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის ისტორიულ არქივში (HAEU).

საგრანტო პროგრამა საშუალებას აძლევს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპაში ინტეგრაციით და უნიკალური კვლევითი გამოცდილებით ევროკავშირის ისტორიულ არქივში (HAEU), რომელიც ფლორენციის ევროკავშირის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრია. 2021-2022 წლების საგრანტო პროგრამა მოიცავს განაცხადების მიღების ორ ვადას:

30 აპრილს და მეორე 31 ოქტომბერს.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით, ევროკავშირის ისტორიულ არქივში, მისამართზე archiv@eui.eu. აპლიკაციის მიღების შესახებ დასტური გაიგზავნება ელექტრონული ფოსტით ერთი კვირის განმავლობაში.

განაცხადები და დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. თავად კვლევა და შემდგომი პუბლიკაციები შეიძლება იყოს გრანტის მფლობელის მიერ არჩეულ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების სტუდენტებსა და მკვლევრებს;

წარმატებული განმცხადებლები მიიღებენ კვლევით საგრანტო დაფინანსებას -  5.000 ევროს, კვლევის ყველა ხარჯის დასაფარად.

დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს.