შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო პროექტი TIER2 ღია კონკურსს აცხადებს - კვლევების რეპროდუქციულობის ქსელი

 

TIER2, არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი-ევროპის“  მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს,  სისტემატურად გამოიკვლიოს რეპროდუქციულობა მეცნიერების  სხვადასხვა  სფეროში,  დარგებსა და დაინტერესებულ ჯგუფებში.

 TIER2  ჯილდო  -  ითვალისწინებს   სამეცნიერო კვლევების  შედეგების კვლავწარმოების  ქსელის დაარსებას  თქვენს ქვეყანაში.

სამეცნიერო კვლევების, ნაშრომების  სანდოობის გაზრდისა და რეპროდუქციულობის ქსელების (RNs) გაძლიერების მიზნით, TIER2 ხელს უწყობს სამი ახალი RN-ის დაფუძნებას ჩარჩო პროგრამის ჰორიზონტი ევროპის  გაფართოების მონაწილე ქვეყნებში. ღია  კონკურსის  საშუალებით, ჯგუფებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ სამი ჯილდოდან ერთ-ერთის მისაღებად, რომელთაგან თითოეული 5000 ევროს ოდენობისაა, რათა  RN-ის დაარსების მიზნით, დააფინანსონ დამფუძნებელი  შეხვედრა თავიანთ  ქვეყნებში. მიღებული  თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უშუალოდ დამფუძნებელი  შეხვედრის ხარჯებისთვის, მათ შორისაა  მგზავრობის,  აქტივობების  ჩატარების  ხარჯები, ვებსაიტის შექმნის, სარეკლამო, ტექნიკური საშუალებებისა  და საჭირო ნივთების, პროდუქციის შეძენისთვის საჭირო თანხები.

გამარჯვებულების შერჩევა დამოკიდებული იქნება  შეთავაზებული  საპროექტო წინადადების განხორციელებადობაზე,  პროექტის მასშტაბზე,  ფარგლებსა და მდგრადობაზე.

 აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 17 ივლისი, 23:00 საათი (CEST). მნიშვნელოვანია: დაინტერესებული პირებისთვის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა ვადის გახანგრძლივება!

 სხვა საჭირო ინფორმაცია ჯილდოსა და განცხადების  შემოტანის პროცესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.