შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

UI-Gleich - ის კონკურსი

 

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) აცხადებს კონკურსს - „UI-Gleich“, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კვლევისა და ინოვაციური თანამშრომლობის პროექტების ხელშეწყობა.

BMBF-ი კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს უნივერსიტეტებსა და არასაუნივერსიტეტო კვლევით ინსტიტუტებს (რომლებსაც აქვთ კვლევითი კომპონენტი) აღნიშნული ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა.

„ინიციატივა გენდერული თანასწორობის გეგმის მხარდაჭერა“ (UI-Gleich) მიზანია  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინსტიტუტებთან თანამშრომლობით გენდერული თანასწორობისთვის სტრუქტურული ცვლილებების ხელშეწყობა. „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა გენდერული თანასწორობის გეგმების შედგენაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში, ასევე, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ თემებსა და ქალ მეცნიერთა ქსელურ აქტივობებში.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომია გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

https://www.bmbf.de/SharedDocs/Downloads/de/2024/240201-framework-call-UI-Gleich.html

https://www.bmbf.de/SharedDocs/Downloads/de/2024/240201-framework-call-UI-Gleich.pdf?__blob=publicationFile&v=3

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 24/04/2024.