შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონკურსი 2022 წლის ახალგაზრდა მკვლევარებისთვის Silk Roads Youth Research Grant მისაღებად

რუსთაველის ფონდი ავრცელებს ინფორმაციას: UNESCO აცხადებს განაცხადების მიღებას 2022 წლის ახალგაზრდა მკვლევრებისთვის გრანტის Silk Roads Youth Research Grant მისაღებად. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს UNESCO-ს ინიციატივას, რომლიც ხორციელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. გრანტის მოსაპოვებლად, კანდიდატის კვლევა უნდა მოიცავდეს საკითხებს, რომლებიც ეხება აბრეშუმის გზის ზიარ მემკვიდრეობას, აბრეშუმის გზის მრავალფეროვნებას და მის როლს თანამედროვე საზოგადოებების შემოქმედებაში, კულტურათაშორის დიალოგში, სოციალურ ერთიანობაში, რეგიონალურ და საერთაშორისო თანამშრომლობაში, ასევე მდგრად მშვიდობასა და განვითარებაში.

12 გრანტი გაიცემა 35 წლამდე ახალგაზრდა მვლევრებზე, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მაისი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის სექტემბერში. გრანტის ოდენობა შეადგენს 10,000 აშშ დოლარს. განაცხადების წარდგენა ხდება ელ-ფოსტის - silkroadsgrant@unesco.org მეშვეობით, ინგლისურ ენაზე.  

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე