შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ანონსი: თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შესახებ.  კონკურსი გამოცხადდება 2017 წლის ოქტომბრის მიწურულს ან ნოემბერში.

კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.

კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად;

კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;

გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;

დ) აგრარული მეცნიერებები;

ე) სოციალური მეცნიერებები;

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები;

 

ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენა შეუძლია საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა ჯგუფს ერთობლივად.  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი და თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენენ TUBITAK-ის ელექტრონულ ბაზაში ინგლისურ ენაზე, ხოლო შემდეგ, პროექტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს  წარმოადგენენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.

ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან - პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან.

საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ხოლო წლიური თანხა - 15 000 ლარს

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ფორმები და შესაბამისი დანართები (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება, პროგრამა და პირობები, საპროექტო განაცხადის ფორმა, პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირებისა და საბაზო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება) საბოლოო სახით გამოქვეყნდება კონკურსის გამოცხადებისას.

ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორებს:

- მარიამ ქებურიას +995 322 200 220 (4022); keburia@rustaveli.org.ge

- ირაკლი გრძელიშვილს+995 322 200 220 (4022); grdzelishvili@rustaveli.org.ge