შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC)კონკურსი- ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორია

ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრი (JRC)აცხადებს კონკურსს ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორიაში დასაშვებად.

ერთობლივი კვლევების ცენტრს (JRC), რომელიც წარმოადგენს ევროკომისიის მეცნიერებისა და განათლების სამსახურს, გააჩნია ნანომასალების შესწავლის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორია, რომლის საქმიანობა ფოკუსირებულია ნანომასალის თვისებებისა და ბიო სისტემებთან მათი ურთიერთქმედების მეცნიერული საფუძვლის დადგენაზე, ნანოტექნოლოგიის უსაფრთხო და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • მონაწილე ინსტიტუტები(იხილეთ კონკურსის ფარგლებში მოცემული განმარტებები) უნდა წარმოადგენდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ჰორიზონტი 2020-თან ასოცირებულ ქვეყნებს;
  • მონაწილე ინსტიტუტი უნდა წარმოადგენდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო ან საჯარო ორგანიზაციის ერთეულს, ან მცირე და საშუალო ბიზნესს.
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ეთიკის პრინციპების შესახებ ევროკავშირის კანონის, კერძოდ, (EU) 1291/2013 რეგულაციის მუხლი19 და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი კანონები და რეგულაციები.
  • განცხადების წარდგენის ფორმა უნდა იყოს დასრულებული და შეესაბამებოდეს კონკურსის ფარგლებში მოწოდებულ ინსტრუქციებს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 08.01.2021

მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა საპროექტო წინადადება უნდა წარადგინონ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე:JRC-RI-OPEN-ACCESS@ec.europa.eu

ამასთან, კანდიდატებმა უნდა შეავსონ ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორიული  ტექნიკის ჩამონათვალის ფორმა და წარადგინონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:JRC-OPEN-NANOBIOTECH@ec.europa.eu.

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს.