შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკომისია აცხადებს საპრიზო კონკურსს „Horizon Impact Award”

მიმდინარე წლის 6 იანვარს ევროკომისიამ გამოაცხადა” საპრიზო კონკურსი „Horizon Impact Award, რომელიც საშუალებას აძლევს „ჰორიზონტი 2020“-სა და მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) გამარჯვებულ პროექტებს მიიღონ ფულადი პრიზი 25.000 ევროს ოდენობით (თითოეულ პროექტზე).  

“Horizon Impact Award” პრიზი წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას გამოვლინოს და დააჯილდოვოს ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების დაფინანსების ჩარჩო პროგრამის ჰორიზონტი 2020-ისა და მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) გამარჯვებული საუკეთესო და მაღალი ცნობადობის პროექტები, რომელთა შედეგებიც ატარებს უმაღლეს ღირებულებას საზოგადოებისათვის.

აღნიშნულ საპრიზო კონკურსში გამარჯვებული პროექტები ევროკომისიისაგან მიიღებენ დამატებით მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობისათვის აუცილებელ პროცედურებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების დაფინანსების ჩარჩო პროგრამის ჰორიზონტი 2020-ისა და მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) გამარჯვებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და გუნდებს რომელთა პროექტებიც დასრულებულია ან იქნება დასრულებული საპრიზო კონკურსში განაცხადის წარდგენამდე.

მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ მხარდაჭერის წერილი მინიმუმ ერთი მომხმარებლის ან მომხმარებლებისაგან, სადაც მითითებული იქნება კვლევის მნიშვნელობა და თუ რა სახის სარგებელი მოუტანა პროექტის შედეგების გამოყენებამ კონკრეტულ მომხმარებელს/მომხარებლებს.

საპრიზო კონკურსში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 6 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ევროკომისიის კვლევების დაფინანსების პორტალის ოფიციალურ ვებ-გვერდს.