შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრი (JRC) მეცნიერებისთვის და მკვლევრებისთვის კონკურსს აცხადებს

ევროკომისიის კვლევების ცენტრი კონკურსის დახმარებით, იძლევა საშუალებას მიიღოთ მონაწილეობა ტრენინგებში და განავითაროთ სამეცნიერო უნარები სამ ძირითად ლაბორატორიაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც მუშაობს: აკადემიურ/კვლევით ორგანიზაციაში, მცირე საწარმოში, საჯარო ან კერძო სექტორში და სურს კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით გაიღრმავოს ცოდნა და კომპეტენცია.

კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს:  ქიმია;  ბიომეცნიერებები;  ფიზიკური მეცნიერებებს, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მიმართულებებს.  მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებ. გვერდით:

https://joint-research-centre.ec.europa.eu/knowledge-tools-laboratories/training-programmes/open-access-jrc-research-infrastructures-training-and-capacity-building_en 

 

JRC კონკურსის დახმარებით შესაძლებელია შემდეგი ლაბორატორიებით სარგებლობა: Hopkinson Bar Facility (ELSA-HopLab) - სადაც შესაძლებელია ისეთი მასალებისა და სტრქუტურული კონპონენტების შესწავლა, როგორიცაა დარტყმა და აფეთქება. ლაბორატორიული აღჭურვილობა იძლევა მასალების ქცევის დეფორმაციის შესწავლისა და დაკვივების საშუალებას მაღალი სიჩქარის პირობებში. ჰოპკინსონის ლაბორატორიის ტრენინგის ხანგრძლივობაა 4 დღე, ხოლო განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი - 31 მარტი. ლაბორატორიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://joint-research-centre.ec.europa.eu/calls-proposals/2023-1-tcb-elsa-hoplab_en 

 

Reaction Wall Facility (ELSA Reaction Wall) - ლაბორატორიაში შესაძლებელია რეალური ზომის ნიმუშების სტრუქტურის საიმედოობის შეფასება მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი/ხელოვნული საფრთხეების წინაღმდეგ.  ტრენინგი გაგრძელდება 4 დღის განმავლობაში, სადაც ორი დღე დაეთმობა ონლაინ სწავლებას. განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღია 31 მარტი.  ELSA ლაბორატორიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე:

https://joint-research-centre.ec.europa.eu/calls-proposals/2023-1-tcb-elsa-reactionwall_en 

 

ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორია (JRC Nanobiotechnology Laboratory) - მულტიდისციპლინური კვლევების ჩასატარებლად აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით. ფოკუსირებულია ნანომასალების, ნანომედიცინის, მოწინავე მასალებისა და მიკრო(ნანო)პლასტმასის დახასიათებაზე.  ამ ლაბორატორიაში ჩატარდება ტრენინგები სადაც:  ისწავლება და ტარდება დაკვირვებები ადამიანის ორგანიზმზე მოქმედი მიკრო-ნანოპლასტიკების მახასიათებლებზე. იწარმოება კვლევები რთულ მატრიცებში (მაგ. საკვები) ნანომასალების აღმოჩენასა და მათ ზემოქმედებას ბიოლოგიურ სისტემებზე. ტრენინგის ხანგრძლივობაა 5 დღე, ხოლო განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი - 30 აპრილი. დეტალურ ინფორმაციას ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორიის შესახებ იხილავთ ბმულზე:

https://joint-research-centre.ec.europa.eu/calls-proposals/2023-1-tcb-nanobiotech_en