შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სემინარი საპროექტო განაცხადების მომზადებაში

ფონდი გაცნობებთ, რომ ევროკომისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2021 წლის 28, 30 ივნისსა და 2 ივლისს  მართავს  სემინარს  საპროექტო განაცხადების მომზადებაში "Proposal Writing Camp for Georgia", რომელიც მიზნად ისახავს  ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა „Horizon Europe“-ში  წარმატებული მონაწილეობის ხელშეწყობას.

სემინარი განკუთვნილია მკვლევარებისა და ინოვაციის სფეროში მომუშავე პირებისათვის, რომლებიც „ჰორიზონტი Europe-ის“ კონკურსებში მონაწილეობას გეგმავენ. კონსულტაციების მიზანია საპროექტო განაცხადების მომზადების, ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი პარტნიორების შერჩევის და საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის მიმართულებით სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება მონაწილეთათვის.

სემინარში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდს, სადაც შეძლებენ რეგისტრაციის გავლას. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 ივნისი. შევსებული სარეგისტრაციო ფორმების საფუძველზე მოხდება მონაწილეთა შერჩევა.

 

სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.