ევროპაში ისტორიის სწავლების ობსერვატორის მიერ გამოცხადებული ექსპერტთა შესარჩევი სატენდერო კონკურსები
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპაში ისტორიის სწავლების ობსერვატორის მიერ გამოცხადებული ექსპერტთა შესარჩევი სატენდერო კონკურსების შესახებ, რომლებიც ითვალისწინებს 2022 და 2023 წლებში გამოსაქვეყნებელი თემატური და რეგულარული ანგარიშების მომზადების მიზნით ექსპერტების შერჩევას.
თემატური ანგარიში ფოკუსირებულია თუ როგორ არის ასახული ისტორიის სწავლებაში პანდემიებისა და ბუნებრივი კატასტროფების თემები, შესაბამისად თემატური ანგარიშის მომზადებისთვის ექსპერტებს მოეთხოვებათ ზემოხსენებული თემისა და ისტორიის სწავლების მხრივ შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა.
რეგულარულ ანგარიშში ყურადღება დაეთმობა ისტორიის სწავლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობასა და მიღწეულ შედეგებს ობსერვატორიის 17 წევრ სახელმწიფოში.
კონკურსებში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 სექტემბერი (23:59) ცენტრალური ევროპის დროით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ევროპის საბჭოს ვებგვერდს, სადაც ხელმისაწვდომია დეტალური ინფორმაცია სატენდერო კონკურსებში მონაწილეობასა და პირობების შესახებ.