შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ევროპის თავდაცვის სააგენტოს გამოცხადებული კონკურსი ექსპერტებისთვის თავდაცვის სფეროში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ ექსპერტებისთვის თავდაცვის სფეროში. კონკურსი ღიაა ყველასთვის, თუმცა მასში მონაწილეობა განსაკუთრებით წახალისებულია ექსპერტებისთვის ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნებიდან.

კონკურსის მიზანია შეარჩიოს მაღალი დონის და გამოცდილების მქონე ექსპერტები სამხედრო სფეროდან, შემდეგი მიმართულებებისთვის:

  • უპილოტო პლატფორმები;
  • კონტროლი, კომუნიკაცია, კომპიუტერები, ზედამხედველობა და დაზვერვა;
  • ეფექტები;
  • ძალოვანი თავდაცვა და სისტემები;
  • სამხედრო კიბერ უსაფრთხოება;
  • ლაზერული ტექნოლოგიები;
  • ელექტრო კომპონენტები.

კონკურსი ასევე შეარჩევს ექსპერტებს შემდეგი საკვანძო მიმართულებებისთვის:

  • სტრატეგიული ტექნოლოგიის ხედვა;
  • საერთაშორისო შეიარაღების რეგულაციებთან დაკავშირებული ევროპის თავდაცვითი კომპონენტები;
  • სამხედრო რეგულაციები და ინფორმაციის მართვა;
  • სამხედრო ეთიკური და საზოგადოებრივი საკითხები.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ  ბმული და ასევე ევროპული კომისიის ვებგვერდი.