შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აანონსებს ინფორმაციას CNRS - PICS-ის კონკურსის თაობაზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პარტნიორი ორგანიზაცია, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნულმა ცენტრი (CNRS) პროგრამის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი“ (The International Scientific Cooperation Project - PICS) ფარგლებში აპრილის თვეში, გამოაცხადებს კონკურსს, რომელშიც ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე ფრანგი მეცნიერებისგან, ხოლო მეორე წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორებისგან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ მეცნიერებს, რომელთაც აქვთ ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობის გამოცდილება და აქვთ ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია(ები).

PICS-ის მიზანია ფრანგ და უცხოელ მეცნიერთა ჯგუფებს შორის უკვე არსებული თანამშომლობის გაღრმავება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს CNRS - თვის საინტერესო ყველა სამეცნიერო დარგს. პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 3 წელს.

PICS მიმართულია მეცნიერების, უპირატესად ახალგაზრდა (45 წლამდე ასაკის) დოქტორებისა და დოქტორანტების, გაცვლაზე. გამარჯვებული პროექტის ფრანგ მეცნიერთა ჯგუფის დაფინანსებას, წელიწადში 5000 - 7000 ევროს ოდენობით, იღებს პარტნიორ ქვეყანაში მივლინებისთვის, სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარებისთვის.

ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი წლიური საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 5000-დან 10 000 ევრომდე. გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის: პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი), სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი, კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. „სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის   50% -ს.

კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმომდგენა, ფრანგ და ქართველ მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თამშრომლობის არსებობა, რისი შედეგიც უნდა იყოს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია.

პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს.

ერთობლივი საპროექო განაცხადის წარმოდგენა ხდება ფრანგ მენიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ, ფრანგულ ენაზე, CNRS-ის ელექტონული რეგისტრაციის სისტემის საშუალებით და იგი ფასდება CNRS-ის შესაბამისი დარგობრივი ინსტიტუტის დახმარებით

საპროექტო წინადადების მომზადებისთვის, ქართველმა მენიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თავის ფრანგ კოლეგას უნდა გადაუგზავნოს საჭირო ინფორმაცია (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე) CNRS-ის მიერ შემუშავებული ფორმის გათვალისწინებით (იხ. აღნიშნული ფორმა ინგლისურ ენაზე დანართ 4-ში). ასევე, მისი ორგანიზაციის წერილი შესაბამისი კვლევის განორციელების სამეცნიერო მხარდაჭერის თაობაზე, ხოლო ფინანსურ მხარდაჭერის წერილს უზრუნველყოფს ფონდი.

ჯგუფის დაკომლექტებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია მასში ახალგაზრდა (45 წლამდე ასაკის) მეცნიერების დოქორებისა და დოქტორანტების ჩართულობა. 

CNRS-ის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებულ პროექტების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფოდის მიერ დაფინანსების მოცულობას გადაწყვეტს ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი პანელი.

კონკურსის საკონტაქტო პირები:

CNRS
Gulnara Le Torrivellec
 +33 1 44 96 44 53 
Gulnara.LETORRIVELLEC@cnrs-dir.fr,

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდი
ირაკლი გრძელიშვილი
+995 322 200 220 (4406); 
grdzelishvili@rustaveli.org.ge