შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აანონსებს იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2017 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს

“სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2017 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა.

კონკურსზე მიიღება 2 კატეგორიის საპროექტო წინადადებები:

  • ერთობლივიკვლევითი პროექტები (ხანგრძლიობა 2 წელი);
  • რთობლივი სემინარები.

პირველ კატეგორიაში გაიცემა არაუმეტეს 5 გრანტისა, ხოლო მეორეში არაუმეტეს 2 გრანტისა.

საგრანტო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება CNR-სა და ფონდს შორის. ამასთან, CNR-ი აფინანსებს იტალიელ მეცნიერებს, ხოლო ფონდი - მათ ქართველ პარტნიორებს.

მეორე კატეგორიაში გამარჯვებული პროექტის მონაწილე ქართველ და იტალიელ მეცნიერთა ჯგუფები, საკუთარ ქვეყანაში მართავენ წელიწადში ერთ სემინარს. შესაბამისად, თითოეული ჯგუფი, მასზე გამოყოფილი საგრანტო დაფინანსების ერთ ნაწილს იყენებს სემინარის ჩატარებისთვის, ხოლო მეორე ნაწილს პარტნიორის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობისთვის.

ქართულ და ინგლისურ ენაზე შესაბამისი ფორმით მომზადებულ განაცხადს ქართველი მეცნიერები წარმოადგენენ ფონდში. პროექტის მონაწილე იტალიელი მეცნიერები განაცხადს წარადგენენ CNR-ში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოძიების სამსახური

მ. ალექსიძის #1, მე-3 სართული
ტელ: +995 322 200 220 (შიდა: 4022; 4406); +(995 595 80 33 43);

ელ-ფოსტა: grdzelishvili@rustaveli.org.ge;
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge