შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აანონსებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს

ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი გამოცხადდება მომდევნო კვირაში. დაფინანსების წესის გასაცნობად იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 აპრილის ბრძანება N 62/ნ და DAAD-ის ვებ-გვერდი, სადაც უკვე განთავსებულია ინფორმაცია კონკურსის შესახებ ( იხ. ბმული )

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების  მიღებაში, აგრეთვე, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს:

  • ახალგაზრდა მეცნიერების (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი) გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას;
  • დოქტორანტების გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას;
  • ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და  კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას;

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

  1. ენები და კულტურის კვლევები;
  2. სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
  3. მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  4. მედიცინა;
  5. ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
  6. ინჟინერია;
  7. ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 8 მაისი.

კვლევითი სტაჟირება უნდა განხორციელდეს 1 ივნისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში.

კონკურსი უკვე განთავსებულია DAAD-ის ვებ-გვერდზე. გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:

ნინო ბიწაძე, ელ. ფოსტა: bitsadze@rustaveli.org.ge

ნინო გაჩეჩილაძე, ელ. ფოსტა: gachechiladze@rustaveli.org.ge