შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO - ს მიერ ორგანიზებული კონკურსის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO - ს მიერ ორგანიზებული კონკურსის შესახებ: კრეატიული გამძლეობა - ხელოვნება, მეცნიერებაში მოღვაწე ქალებისგან ( Creative Resilience – Art by Women in Science.).  
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალებს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც მოღვაწეობენ მეცნიერებაში, მათ შორის STEM - (science, technology, engineering and mathematics) მიმართულებით და სურთ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მათი ხელოვნებითი საქმიანობის (artwork) დემონსტრირება საერთაშორისო გამოფენაზე. აღნიშნული გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა ხელოვნებითი საქმიანობა (artistic work) რომელიც უკავშირდება COVID პანდემიასთან გამკლავებასა და ბრძოლას. გამოფენა გაიმართება UNESCO - ს გენერალური კონფერენციის 41 - ე სესიის ფარგლებში.
ზემოხსენებულ კონკურსსა  და მასში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია UNESCO -ს ვებგვერდზე. 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებაში მოღვაწე ქალებს მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო განაცხადის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 9 აგვისტო.