შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ბრიტანული საქველმოქმედო საზოგადოების „ქართული გამოკვლევის მეგობრები“ გრანტის შესახებ

2017 FaRiG ადამსის სახელობის ესეის ჯილდო

ესეის ჯილდო, 500 ფუნტი სტერლინგის ოდენობით, რომელიც დაწესებულია ქეროლაინ და ტერი ადამსების მიერ, გადაეცემა ქართველ მკვლევარს წარდგენილი ესეისათვის (მაქსიმალური რაოდენობა 5000 სიტყვა ინგლისურად) ჰუმანიტარული მიმართულებით.  ესეი უნდა ეხებოდეს საქართველოს და, ასევე, უნდა აჩვენოს მაღალი დონის ჩართულობა არაქართულ აკადემიურ წყაროებთან. კონკურსის ორგანიზატორები განსაკუთრებით მიესალმებიან ახალგაზრდა მკვლევრების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების მონაწილეობას.  მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მოღვაწე ქართველი მკვლევარისათვის.  გამარჯვებული ესეი გამოქვეყნდება FaRiG - ის ვებგვერდზე აკადემიურ პუბლიკაციების განყოფილებაში. კონკურსის აუცილებელი პირობაა, რომ წარმოდგენილი ესეი მანამდე არსად იყოს გამოქვეყნებული ინგლისურ ენაზე.

აპლიკაციის ფორმის გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი ვებგვერდიდან www.farig.org . აპლიკანტმა ესეი ფორმასთან ერთად უნდა გაგზავნოს FaRiG - ის მდივნის რობერტ სქალონის ელ.ფოსტაზე (robert@scallon.co.uk) 2017 წლის 31 ოქტომბრამდე.  პანელი ჯილდოების გასცემს 15 დეკემბერს. 

2017 FaRiG კვლევის გრანტი

კვლევითი გრანტი, 2000 ფუნტი-სტერლინგის ოდენობით დაწესებულია ქართველი მკვლევარებისთვის. კვლევითი ნაშრომი უნდა ეხებოდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და უნდა მოხდეს მისი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.

გრანტის მისაღებად მთავარ კრიტერიუმს შეადგენს წარმოდგენილი კვლევითი პროექტის ხარისხი და აქტუალურობა. უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგ საკვლევ პროექტებს:

  • დამწყებ მკვლევარებს (25-წლიდან 45-წლამდე);
  • პროექტებს თანადაფინანსებით;
  • პროექტებს რომლთა ბიუჯეტიც არ აღემატება 2000 ფუნტ-სტერლინგს და სადაც კვლევისთვის საჭირო აღჭურვილობა იქნება დაქირავებული და არა ნაყიდი, და კვლევები, რომელთა გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება ინგლისურად;
  • მათ ვისაც ადრეც მიუღია იგივე სქემით FaRiG - ის გრანტი არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ მოცემულ საგრანტო კონკურსში.

განცხადების ფორმის გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდიდან; www.farig.org. გთხოვთ დასრულებული ვერსია გამოგზავნოთ 2017 წლის 31 ივლისამდე FaRiG - წარმომადგენელის, რობერტ სქალონის ელ-ფოსტაზე (robert@scallon.co.uk). თითოეულ განცხადების ფორმის მხარდაჭერისათვის აუცილებელია 2 რეკომენდატორის კონფიდენციალური წერილი FaRiG - ის მდივნის რობერტ სქალონის ელ.ფოსტაზე (robert@scallon.co.uk). ზემოხსენებული პირები უნდა იცნობდნენ კონკურსში მონაწილე აპლიკანტის ნაშრომს და მათი წერილები უნდა გაიგზავნოს ცალკე (არა სააპლიკაციო ფორმასთან ერთად).

FaRiG (ქართული გამოკვლევის მეგობრები), ოფიციალუირად გაფორმებული ბრიტანული საქველმოქმედო საზოგადოება, 2000 წელს დაარსებულ იყო ჯონ უილკინსონის მიერ; FaRiG ყოველ წელს გრანტებს მიანიჭებს ქართველ მეცნიერებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა გამოკვლებისთვის, კიდევ დახმარებას აძლევს საზღვარგარეთ გამოქვეყნებაზე. ჩვეულებრივად FaRiG გამოკვლევის გრანტს და ესეის პრიზს სთავაზობს. დამატებითი კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე; robert@scallon.co.uk