შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ICMPD-ის კონკურსის შესახებ

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ICMPD, პროექტი ENIGMMA იწვევს დამოუკიდებელ მკვლევარებსა და მკვლევართა ჯგუფებს (დოქტორანტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, პოსტდოქტორებს და ა.შ) საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში, მიგრაციის პოლიტიკის ანალიზის განსახორციელებლად.

კვლევის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • იმიგრანტების ინტეგრაცია;
  • პოლიტიკის განვითარება ემიგრაციასთან მიმართებაში;
  • სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაცია;
  • მიგრაცია და განვითარება საქართველოში;
  • განათლების ინტერნაციონალიზაცია;
  • ცირკულარული მიგრაციის პოტენციალი საქართველოში;
  • საზოგადოების დამოკიდებულება იმიგრანტებთან, ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით;
  • უცხოელი მუშახელის დაქირავება საქართველოს შრომის ბაზარზე. 

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, მისამართზე:  enigmma@icmpd.org მიმდინარე წლის 15 ივლისამდე.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭროა შემდეგი დოკუმენტაცია: ზემოაღნიშნულ  თემებზე მიმოხილვა /მონახაზი,  ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ, ბიბლიოგრაფია, ბიოგრაფიული მონაცემები (CV), პუბლიკაციების ჩამონათვალი, აპლიკანტის მიერ უკვე შესრულებული ნაშრომის ნიმუში ქართულ ან ინგლისურ ენაზე .

დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია დოკუმენტში.

პროექტის ENIGMMA შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს.