შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგრამა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისის საინფორმაციო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას Graduate Study Programme-ის შესახებ, რომელიც იმართება ყოველწლიურად, გაეროს საინფორმაციო სერვისების ორგანიზებით.

პროგრამის თემატიკას წარმოადგენს: „პოსტ-კოვიდ მსოფლიო: განახლება, მედეგობა, აღდგენა“.

პროგრამის მიზანია მისცეს შესაძლებლობა გამორჩეული ასპირანტებისაგან შემდგარ საერთაშორისო ჯგუფს, გაიღრმავონ ცოდნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული სააგენტოების მუშაობის პრინციპების, მიზნებისა და აქტივობების შესახებ, უშუალო დაკვირვებისა და შესწავლის გზით.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა, თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ ანაზღაურებს საერთაშორისო მგზავრობის, ადგილზე დაბინავებისა და სხვა დაკავშირებულ ხარჯებს.

ღონისძიება გაიმართება ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისში, Palais des Nations-ში და გაგრძელდება 2021 წლის 28 ივნისიდან 9 ივლისამდე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის, 5 მარტი. განცხადების რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს.

რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და სხვა დეტალების მისაღებად მიჰყევით ბმულს.